„მის დაბლოკვას შევეცდებით. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია…“- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა:

-„რაც უფრო მალე ჩამოყალიბდება ახალი კოალიციური ხელისუფლება, მით უფრო მეტად ექნება ჩვენს მოქალაქეებს შანსი, გაიუმჯობესონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანა წავიდეს წინ.

ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ დღესვე ვიწყებთ მუშაობას. სხდომათა დარბაზში შევალთ, ავიღებთ კანონპროექტებს, ყველა კანონზე, სადაც არის კარგი ინიციატივა დავუჭერთ მხარს, თუ იქნება ცუდი, მის დაბლოკვას შევეცდებით. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია.

ორმაგი ფუნქცია გვქონდა, ერთხელ – მივცეთ იდეები, ვუბიძგოთ და მეორე – ხელისუფლების მიერ წამოწყებული ცუდი ინიციატივები დავბლოკოთ. ჩვენ სამუშაოდ შემოვედით, საქმის საკეთებლად შემოვედით“.

კომენტარები