მიუსაფარ ძაღლს როცა საკვები უწილადეს, სიხარულისგან იტირა – ვიდეო
გავრცელდა ვიდეო, – ჩინეთის ჩრდილოეთით, შანსის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, მიუსაფარი ძაღლი უკანა ფეხებზე დგას, მის წინ მანქანა ჩერდება. მანქანაში მჯდომი ქალი ძაღლს სოსისებს აწვდის, ძაღლის თვალები ცრემლებით ივსება.
ქალი პარკში დაბრუნდა, ძაღლმა ქალი იცნო და მისკენ გაიქცა. როცა ქალი საკვებს კვლავ იღებს ჩანთიდან, ძაღლის თვალები ისევ სიხარულის ცრემლებით ივსება.
ადგილობრივ გაზეთთან ქალმა განაცხადა, რომ ძაღლის თავის მანქანაში წაყვანა სცადა, მაგრამ ძაღლი ხელიდან დაუსხლტა.
-„მე და ჩემი მეგობრები პარკისაკენ მივდიოდით, მიუსაფარი ძაღლი დავინახეთ. საკვები რომ დავუყარეთ, ტირილი დაიწყო, როცა მისი მანქანაში წაყვანა გადავწყვიტე, გაიქცა. ალბათ, ძაღლზე მონადირეები ვეგონეთ, ისინი ხომ ზუსტად ასე იქცევიან — საკვებით იტყუებენ მანქანაში”, – ამბობს ქალი.
პარკში ხელმეორედ დაბრუნებისას, ქალმა ძაღლი ვეღარ იპოვა: -„ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ვცადე, მომეძებნა, ვერ ვიპოვე. შეიძლება, ახლა ქუჩის მეეზოვეებს ვთხოვო მისი მოძებნა”.
ნახეთ ვიდეო : Stray Dog ‘Cries With Joy’ As Strang