„მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, დაახლოებით 5 000 ტონამდე პროდუქცია გავიტანეთ, თითქოს, ვიღაცამ გადაყარა პროდუქცია, ეს არის“

მარნეულის მუნიციპალიტეტის აგრარულ ბაზარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მარნეულის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.

სოლომონ პავლიაშვილმა ღია აგრარული ბაზარი დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო დახურული ტიპის ბაზრის რეაბილიტაციის პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, იყო საგანგებო მდგომარეობა, იყო კომენდანტის საათი, მაინც შევძელით დიდი რაოდენობით პროდუქციის გატანა მარნეულის მუნიციპალიტეტიდან. ეს არის ხუთი კომპონენტი, დაახლოებით 5 000 ტონამდე გავიტანეთ, – კიტრი, პომიდორი, ბროკოლი, კომბოსტო და კარტოფილი. გარდა ამისა, გადიოდა სხვა პროდუქციაც, – ალუჩა, ბადრიჯანი. აღარ ვლაპარაკობ რძის ნაწარმზე. ფასებიც არის ძალიან მაღალი. კიტრის ფასი არის საშუალოდ ორი ლარი და 30 თეთრი, ასევე არის პომიდვრის ფასიც. კომბოსტოს რეალიზაციაც ხდება. საუბარი იმაზე, თითქოს, ვიღაცამ გადაყარა პროდუქცია, ხდება შეფერხება, ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო და ა.შ., ეს არის იმპროვიზაცია, ეს არის წმინდა პოლიტიკური ძალების მიერ აგორებული და რაღაცნაირი შექმნილი მითი.

მინდა, დავპირდე მოსახლეობას, არც ერთი გრამი პროდუქცია არ დარჩება რეალიზაციის გარეშე. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი სახის პროდუქციის გატანას შეუწყოს ხელი. უფრო მეტიც,  შევქმენით კონკურენტუნარიანი გარემო. დღეში გადის 80-85 დისტრიბუტორი. ეს არის მაღალი მაჩვენებელი. ამას ისიც ემატება, რომ მერიასთან ერთად და გუბერნიასთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენს სამსახურებთან ერთად,საშვები მივეცით მათ მოსახლეობას და გავუშვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ. ისინი ყიდიან, ბრუნდებიან უკან, საზღვარს არ კვეთენ, დატვირთული მანქანებით მოდიან უკან. ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ფერმერებმა, გლეხებმა თავის თვალით ნახეს როგორ ეყიდებათ პროდუქცია, რომ არ ქონოდათ იმის წარმოდგენა, ყიდიან დაბალ ფასად და დისტრიბუტორები იხდიან ამაში მაღალ ფასს. ამიტომ მოქნილი მექანიზმი გამოვიყენეთ. ანალოგიურს გავაკეთებთ ჩვენ ბოლნისშიც.  ეკონომიკური აქტივობების მიუხედავად, აუცილებელია კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების კვლავ დაცვა.

ეკონომიკური აქტივობები დაწყებულია, არ უნდა დაგვავიწყდეს რა რეჟიმში ვცხოვრობთ. აუცილებელია, ყველამ ყოველდღიურად დავიცვათ კორონავირუსისგან გამომდინარე პრევენციული ღონისძიებები. ხალხი ძალიან კმაყოფილია, ბაზარი გავხსენით. რთული იყო ამ ბაზრის გახსნა. მერიას, გუბერნიას მადლობა, მადლობა ყველა იმ ჩართულ სამსახურებს, ეს ერთობლივი ძალებით შევძელით. ახლა, უკვე მონიტორინგს განვახორციელებთ ჩვენ, მენეჯმენტი უნდა განახორციელოს ბაზრის ადმინისტრაციამ. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, უნდა ჩატარდეს თერმოსკრინინგი, დავიცვათ სოციალური დისტანცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ რა რეჟიმში ვცხოვრობთ“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კომენტარები