”მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვმღერი ქართულად”

მურმან ლებანიძე:
– ”მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვმღერი ქართულად.
მადლობა ღმერთს, ნებადართულად.
შანსი მქონია, არ მომირთხამს ფეხი თათრულად.
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს – ეგეც ქართულად.
და კი ბატონო, თარგმნეთ, რუსულად, თარგმნეთ სპარსულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს,
მე ვწერ ქართულად.
მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული.
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული”.
კომენტარები