მიშამ ომში 5 მილიარდი აიღო და ამ თქვენს ოკუპანტზე რისი ჩაბარებაც შეიძლებოდა ყველაფერი ჩააბარა

 

ცოტა გამიგრძელდება რუსეთი_ოკუპანტია
უდაოდ ოკუპანტია და ამის გაფუჭებული ”პლასტინკასავით ჩახვევა მხოლოდ ერთი ადგილის ტკეპნა და წყლის ნაყვაა”
ურთიერთობების გაყინვა და ვიღაც ბრაიზა – მიშელ – დეგნანების აღშფოთებების იმედედა იყოფნა ფუჭი დაღამება გათენებაა.

რუსეთი,რომ ოკუპანტია და აგვისტოს ომი ილუზია, რომ არ იყო ამაში არც არავის ეპარება ეჭვი და რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭების გმირობაში,რომლებმაც სამშობლოს დასაცავად სისხლი დაღვარეს და აქვე გეტყვით,რომ ამ ავანტიურის მთავარ ორგანიზატორ სააკაშვილს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამ ბიჭების სისხლში ვიდრე მოსკოვს !!! ( ბოლობოლო ეს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ განაცხადა რუსეთი არაფერ შუაში იყო ეს სეპარატისტული მხარის თვით შემოქმედება იყოო )
იგივე აღიარეს საერთაშორისო დონეზეც ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელ მოწერით დიახ ჩვენ დავიწყეთ აგვისტოს ომიო!

და ასე განვლო წლებმა მიშამ ომში 5 მილიარდი აიღო და ამ თქვენს ოკუპანტზე რისი ჩაბარებაც შეიძლებოდა ყველაფერი ჩააბარა !!!

ჩვენ კი შემდე რეალობაში ვცხოვრობთ …

რუსეთში ჩვენი ემიგრანტები ქართულ ოჯახებს არჩენს, ტურიზმზე რომ გადავაწყვეთ ქვეყანა ისევ მოსკოვიდან ველოდებით თან გულისფანცქვალით ველოდებით, პუტნმა არ შეგვიზღუდოს და სახლებში არ დასვას რუსი ტურისტებიო.
ამ დროს კი ერის მოღალატე ნაცები რუსოფობიური განწყობების გაღვივებით და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებით გახლავთ დაკავებული.
ჩასაფრებული აკვირდებიან ხელისუფლებას მოსკოვთან დიალოგზე არაფერი წამოცდეს.

ანგელა მერკელის და მაკრონისთვის, თუ შეიძლება სტრატეგიული თანამშრომლობა და ბენეფიტების მიღება რუსეთისგან ჩვენ რა გვაბრკოლებს ??? თუ ისევ ვინმე ბრაიზას ან კისინგერის ტვიტმა უნდა შეგვაშინოს, ან რას დაწერს რომელიმე კონკრესმე თუ ევროპარლამენტარი ისინი უნდა გვიწყვეტდნენ საგარეო პოლიტიკას ?
და იქნებ ჩვენი უწმინდესის არ უნდა გავიგონოთ, რომელიც
ჩატეხილი ხიდების აღდგენისკენ მოგვიწოდებს.

ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სულები სასუფეველს ჰპოვებს საოკუპაციო წინდებით და შარვალ ჩახდილი პერფომანსებით ?
უფალმა გაანათლოს ჩვენი გმირების სულები და ჩვენ დასავლურ იმპერიალიზმს, ან “სააკიანის” მსგავს ავანტიურისტებს ნუ გადავაყოლებთ ამ ქვეყანას

მსხვერპლი და პროვოკაცია წინა რეჟიმს გავატანოთ და ჩვენ გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი !!!

და მაინც რატომ არ უნდა ვესაუბროთ მოსკოვს რატომ არ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები და არ ვეძებოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რომელიც მხოლოდ კრემლში დევს!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები