” მიშას დროს იმდენი ადამიანი კვდებოდაო, ასეო ისეო რომ კიოდით და ახლა პანდემიის დროს რომ ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა ჩემ ქვეყანაშია და არაფრად თვლით, აფერისტები ხართ თუ გაურკვეველი კლასტერები?”-ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს –

“მიშას დროს იმდენი ადამიანი კვდებოდაო, ასეო ისეო რომ კიოდით და ახლა პანდემიის დროს რომ ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა ჩემ ქვეყანაშია და არაფრად თვლით, აფერისტები ხართ თუ გაურკვეველი კლასტერები? მართლა არ მესმის და მომკალით, ადამიანის სიცოცხლეზე დიდი ფასი რას აქვს იქნებ მითხრათ? მიშასთვის ადამიანი იყო ნივთი, რომელსაც ის ანადგურებდა და ამის გამო შევცვალეთ და ახლა რომ ადამიანი არის უპირველეს ყოვლისა და მისი სიცოცხლე, თურმე ეს მერე რა მოხდაა?

ზოგჯერ მაფიქრებს ერთი რამ, მართლა ებრძოდით მიშაას თუ უბრალოდ თქვენი შინაგანი განწყობაა ყველას მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა და ყველაფერში სხვისი დადანაშაულება?

დავიბენი, მართლა დავიბენი, ნუთუ სხვა რა შეფასება არის საჭირო იმაზე, რომ უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანი გვყავს ძალიან ცოტა? სიცოცხლე მიხარია და ,,აპრავებო” და მაშინ თქვენ მერაბიშვილზე ნაკლები რით ხართ, როცა გვამებს ითვლით?

წერტილი!!!”-წერს ანალიტიკოსი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები