“მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა” – სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძეზე:

– “მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახელებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო.

მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმართველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე, ერთად, დიდი ხანია არ მსმენია”– წერს სალომე სამადაშვილი

კომენტარები