„მიშა, – მიშა ჩამოდი” – ტაძრის ღობეზე უცნობმა პირებმა წარწერები გააკეთეს

ქობულეთში, ამაღლების სახელობის ტაძრის ეზოში, მშენებარე ტაძრის ღობეზე, დაუდგენელმა პირებმა სხვადასხვა წარწერები გააკეთეს, – “მიშა”, “მიშა ჩამოდი” და სხვა უცენზურო ეპითეტები.

ტაძრის მოძღვარმა მამა მათე რატიანმა განაცხადა, რომ წარწერები შენიშნა, არ ვიცი, ვინ განახორციელა ეს ქმედება.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, გმობენ მსგავსს ქმედებას. ნებისმიერი წარწერა მიუღებელია, როცა ის უცენზურო ეპითეტების შემცველია. ეს არის უკულტურობის გამოვლინება, არის შეურაცხმყოფელი, მით უფრო, როდესაც საკულტო ნაგებობის განკუთვნილ ტერიტორიაზე არის განთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

კომენტარები