მიჩიგანის შტატმა ელექტრო სიგარეტები აკრძალა

არომატიზატორიანი ელექტროსიგარეტების გამოყენება მიჩიგანის შტატში ოფიციალურად აიკრძალა. მიზეზი სასუნთქი გზების დაავადებების აფეთქებაა.

გუბერნატორ გრეტჰენ უიტმერის თქმით, ნახევარი წლით აკრძალვა, კანონაღმასრულებელ ორგანოს საშუალებას აძლევს შესაბამისი კანონი დროულად შეიმუშაოს.

მიჩიგანის გუბერნატორი მიზნად ისახავს კატეგორიულად აიკრძალოს არომატიზატორიანი ელექტროსიგარეტების გაყიდვა, მათ შორის ონლაინშიც. შტატებში მოზარდების ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტად დაასახელა.

ილინოისის შტატში დაფიქსირებული იქნა გარდაცვალება ელექტროსიგარეტის მიზეზით.

http://mignews.com

კომენტარები