მიხეილ ბატიაშვილი: განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

კონფერენცია ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში, ტიბორ ნავრაჩიჩმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნეს.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, კულტურა და განათლება თანაბრად დიდ როლს ასრულებს დემოკრატიული პრინციპების დანერგვაში, სოციალური ინტეგრაციის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

„მე ვამაყობ, რომ განათლება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. თვალსაზრისით, ბიუჯეტის 25% ითვალისწინებს განათლების სისტემის რეფორმირებას. ფართომასშტაბიანი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, სისტემის სინქრონიზაციაა ევროკავშირის ქვეყნების განათლების სტანდარტებთან. ის ნაბიჯები, რომელიც ამ კუთხით იდგმევა, სწორედ იქეთკენაა მიმართული, რომ საქართველოში გაიზარდოს სწავლების ხარისხი და მეტი ევროპული განათლება დაინერგოს“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

კომენტარები