მიხეილ კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა,ზურაბ თოდუამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„გიორგი გახარიასთან ერთად სხვა თანამდებობის პირების  გამოკითხვასა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ვითხოვთ, რადგან მათ სამოხელეო დანაშაულები აქვთ ჩადენილი“.

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება ედება განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები