მიხეილ ჟღენტი: დესტაბილიზაციის შემთხვევაში საელჩოებს ხალხის რისხვა არ აცდება!

„მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ამერიკული იმპერიალიზმის რღვევის დიადი პროცესი! იცით, ამერიკელები როგორ ტოვებენ კოლონიებს? – ჯერ შედიან, როგორც მოკეთეები და პარტნიორები, ლიბერასტული ცხოვრების წესის დანერგვით ათახსირებენ საზოგადოებას და სახელმწიფოს ყველა სტრუქტურას; ჩინოვნიკებს კორუფციის ჭაობში ძირავენ… ხოლო როდესაც წასვლა უწევთ, ურცხვად აფურთხებენ მათ მიერვე გარყვნილ ქვეყანას, აცხადებენ კორუმპირებულად, ფაშისტურად და ტოვებენ სასოწარკვეთილებაში, ომების და სისხლის მორევში! ამის მაგალითებად კმარა ვიეტნამი და ავღანეთი. ახლახან მიატოვეს სომხეთიც. მალე  დატოვებენ უკრაინას და  საქართველოდან აბარგების დროც გამოიკვეთა. საქართველოში უახლოეს მომავალში ამერიკული სცენარით ხელისუფლების დამხობის მცდელობა გარდაუვალია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ახალ ელჩს, რობინ დანიგანს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ წარმომადგენელმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა,

მიხეილ ჟღენტმა:

– ჩვენ ვხედავთ ამერიკული იმპერიალიზმის მკაფიო კვალს უკრაინაში, რომელმაც კაცობრიობას 21-ე საუკუნეში ფაშიზმის რეანიმაცია შესთავაზა და მახსენდება ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვები: თუ მსოფლიოში ოდესმე ფაშიზმი აღორძინება, ეს მოხდება ლიბერალიზმის სახით! ამერიკულმა იმპერიალიზმმა უკრაინა საბოლოოდ ჩამოშალა, როგორც სახელმწიფო. პრეზიდენტ ზელენსკის კორუფციაში უკვე მისი უახლოესი გარემოცვა – გორდონი და არესტოვიჩი ამხელენ, რაც ამერიკული ფინალის დამახასიათებელი სცენარით, სისტემის  აღსასრულის მაუწყებელია. ასეთია ნატოსკენ და ევროკავშირისკენ „ორიენტირებული“ უკრაინის მდგომარეობა, რომელიც ამერიკელმა იმპერიალისტებმა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს და ახლა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას სისხლში ახრჩობენ! თავიდანვე ნათელი იყო რომ ამერიკა და ზოგადად დასავლეთი გაწირავდნენ უკრაინას!

 – ვინ არის შემდეგი?!

საქართველოში ამერიკის ახალი ემისარი, რობინ დანიგანი უკვე შეუდგა ელჩის მოვალეობის შესრულებას. ამერიკას დრო აღარ ჰყოფნის, კავკასიაში მისი ყოფნის ქვიშის საათი იცლება! ამიტომ, მიხრწნილი ბაიდენის ემისარის  მთავარი მიზანი მაიდანის მსგავსი მოვლენების პროვოცირებაა, რათა ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებით საქართველო ამერიკული იმპერიალიზმის კლანჭებში დაბრუნდეს. ამერიკელებს, რომლებიც კავკასიას სამუდამოდ კარგავენ, არ გაუვიდათ სომხეთში ხანგრძლივი ხანძრის გაჩაღება და ახლა საქართველოში ეცდებიან, რასაც ახალი ელჩი, დანიგანი უხელმძღვანელებს!

  – წინასწარ რად ტუქსავთ? წინამორბედ კელი დეგნანისგან განსხვავებით, ახალ ელჩს, რობინ დანიგანს ჯერ ხომ არაფერი დაუშავებია?

– ამას ვაცხადებ 1992 წლიდან საქართველოს მიმართ ამერიკის კოლონიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი, 1996 წლიდან მოყოლებული, ანუ, მას შემდეგ, რაც ჩვენი სახელმწიფოს მმართველობის ბერკეტებს ამერიკის საელჩო მთლიანად დაეუფლა. შეგახსენებთ, ამერიკელებმა თბილისის ცენტრში, ათონელის ქუჩაზე ქართველებისგან დამცავი ზღუდე – მაღალი კედელი აღმართეს 1997 წელს, და არა უფრო ადრე, 1992-1993 წლებში, როცა თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების ქარიშხალი ტრიალებდა და მოქალაქეები ავტომატებით შეიარაღებულები დაიარებოდნენ. 1996 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ზურაბ ჟვანია და სწორედ ამ მომენტიდან იწყება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიქტატურა. ათწლეულების განმავლობაში აშშ მრავალ ისეთ ქვეყანაში გახლდათ დესტაბილიზაციის წყარო, რომლებსაც ოფიციალურად მეგობრად და პარტნიორად აცხადებდა; ამ ქვეყნების ხალხებს ექცეოდნენ იმგვარად, როგორც მოექცნენ ახლო აღმოსავლეთის ხალხებს, სადაც მათ მიერ დასმული რეზიდენტები მართავდნენ. ფაქტობრივად დაპყრობილი ყველა ქვეყანა და ხალხები, რომლებიც ამერიკელებმა  ოდესმე პარტნიორად და მეგობრად გამოაცხადეს, საკუთარი რეზიდენეტების ჩათვლით შემდგომში  რევოლუციურ გარემოში, ომის ქარცეცხლში, სისხლის მდინარეში მოცურავე მდგომარეობაში მიატოვეს. ჩამოდგა თუ არა თბილისში ფეხი, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაში აქვს დაფიქსირებული.

 – რატომ, „ჩვენდა სამწუხაროდ?“

– მიტომ რომ თავად დასავლეთს არ სურს ამ სტრუქტურებში საქართველოს ხილვა. 1994 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს პარლამენტი „იმელის“ შენობაში ფუნქციონირებდა, საქართველოს ეწვია თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკის ფუძემდებელი, ზბიგნევ ბზეჟინსკი, რომელმაც შევარდნაძეს პირდაპირ განუცხადა, საქართველო ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება, რადგან იგი რუსეთისთვის მკვეთრი „წითელი ხაზიაო.“ ბზეჟინსკი ამგვარად თვლიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავად რუსეთი დასავლეთს ჰყავდა დაჩოქებული! ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ბზეჟინსკისგან უშუალოდ მოისმინეს ეს განცხადება, 30 წლის განმავლობაში დასავლეთზე ორიენტაციის ფარსით გვაცხოვრეს და ამ ტყუილს ამჯერად უკვე საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგანი იმეორებს!

ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრების იდეა რეალური რომ ყოფილიყო, ეს მოხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პირობებში, რადგან სააკაშვილზე უფრო  მორჩილი მარიონეტი დასავლეთს საქართველოში არ ჰყოლია, თუმცა გუნებაშიც არ გაუვლიათ, იმ წლებში მოენიჭებინათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის და მაპის, ან „მაპზე უკეთესი“ რაიმე სტატუსი, როდესაც თავიანთ ფავორიტ სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურად“ აცხადებდნენ. მითუფრო, ამას არ გააკეთებენ ახლა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მძაფრად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში მათ ფეხი მონდომებით არ აუწყო!

ახალი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ იგი საქართველოში უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის ინტერესებს წარმოადგენს… ეს მრავალმნიშვნელოვანი განაცხადია, რადგან ჯერ ერთი, ნებისმიერი ელჩი მისი ქვეყნის მეთაურის კი არა, სახელმწიფოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს; მეორეც, ეს არის ირიბი მინიშნება ბაიდენის ხანდაზმულ ასაკზე, რომელიც „ჩერნენკოს ფაზაში“ შევიდა და შესაბამისად, მოქმედების მეტად ხანმოკლე ვადა აქვს, რათა საქართველოში გავლენა შეინარჩუნოს… მარტო საქართველოზე არ არის საუბარი. ამერიკა დღითიდღე ღრმა კრიზისში ეფლობა და სულ უფრო და უფრო ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდს, როცა ქვეყნის პირველ პირებს ყოველ 6 თვეში  ასაფლავებდნენ, ვიდრე თავად სისტემა არ გარდაიცვალა! რატომღაც მგონია, რომ ბაიდენი მომაკვდავი ამერიკული იმპერიალიზმის სიმბოლური გამოხატულებაა.  შესაძლოა, იმპერიალიზმის კვდომის ეს პროცესი რამდენიმე ათეულ წელსაც გაგრძელდეს, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია – ამერიკა აღარასოდეს იქნება მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი და ჰეგემონი!

 – და მაინც, ნუთუ, ეს კმარა დასკვნის გასაკეთებლად, რომ ამერიკა საქართველოდანაც წავა, როგორც სხვა ქვეყნებიდან წავიდა?

– მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე პროცესები უკვე უტყუარად მიანიშნებს, რომ საქართველოს ბედი აღარ იქნება დასავლეთზე დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები ამიერიდან დაუკავშირდება აღმოსავლეთს, ისეთ საერთაშორისო კავშირებს, როგორიც არის მაგალითად, „ბრიქსი“ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ (რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, უზბეკეთი). ასე მოხდება არა იმიტომ, რომ საქართველომ ზურგი აქცია დასავლეთს, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში თავად გაგვრიყა თავისი სივრციდან, არ მოგვცა ამ სივრცეში თანაბარუფლებიანად დამკვიდრების საშუალება! თუმცა, გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, არც შეგველია და მთელი ეს პერიოდი ცრუ იმედებით გვკვებავდა, მომლოდინე მდგომარეობაში გვამყოფებდა. ამ მდგომარეობის განსამტკიცებლად, ამერიკამ და დასავლეთმა შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოში გამოზარდეს მათი სიცრუის საყრდენი კასტა – ლიბერასტული ფსევდო ელიტის მთელი თაობები. დღეს ამ კასტას ნაციონალური მოძრაობა, ლელო, გირჩი და მსგავსი ორგანიზაციები წარმოადგენენ. ქართველ საზოგადოებაში მათ არანაირი ავტორიტეტი და წონა არ გააჩნიათ, თუმცა გააჩნიათ დიდძალი ფინანსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ამ რესურსზე დაყრდნობით ებღაუჭება ამერიკა საქართველოს. ცხადია, ეს მცდელობა კრახისთვის არის განწირული და ამიტომ, ერთადერთ გზად ფერადი რევოლუცია რჩება, რომელსაც ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა უნდა უხელმძღვანელოს. მაგრამ, აშშ და ევროკავშირის ელჩებმა უნდა იცოდნენ, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევაში მათ საელჩოებს არ აცდება ხალხის რისხვა!

 – საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ გადატრიალების „ამერიკული სცენარის“ გამო, დანიგანთან ერთად პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც დაეკისრება. რა გაქვთ მხედველობაში?

– უცხო ქვეყანაში მივლენილი დიპლომატები საკუთარი ქვეყნის სპეც.სამსახურებთან რომ თანამშრომლობენ – ეს ყველამ იცის. სალომე ზურაბიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკაში მივლინებულ საფრანგეთის დიპლომატიურ კორპუსში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე! როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მას კონტროლის მიზნით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაუსვეს. ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ადამიანი, რომელიც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს თანამედროვე ხელისუფლება კედელთან მიაყენეს, კისერზე ფიწალი მიაბჯინეს და ასე მოთხოვეს, იგი გაეპრეზიდენტებინა!

ამერიკისთვის არ არის ძნელი, ვასალ ქვეყნებში თავისი რეზიდენტები მაღალ თანამდებობებზე გაამწესოს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილიც ხომ, შემდგომში უკრაინის ერთ-ერთი ოლქის (ოდესის) გუბერნატორად წამოასკუპა!

ამჟამად, საქართველოში ამერიკელები გეგმავენ ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, რაშიც სალომე ზურაბიშვილს, როგორც მათ რეზიდენტს – კონკრეტული როლი და მოვალეობები განისაზღვრეს. რევოლუციის ლიდერად სწორედ ეს ქალბატონი უნდა იქცეს, ვინაიდან, საქართველოს ლიბერალურ ელიტაში ავტორიტეტული ლიდერი აღარ არსებობს, ეს ელიტა პოლიტიკურ ნარჩენად გადაიქცა. დიახ, რევოლუციის ორგანიზატორად ამერიკის დღევანდელ ელჩზე დიდი ფიგურა არავინ მოიაზრება! ხოლო, ოპოზიციის ლიდერად სალომე ზურაბიშვილზე დიდი „ავტორიტეტი“ ამერიკას საქართველოში არ ეგულება!

 – აკი, მან უკვე მოუწოდა „ოპოზიციას,“ ქუჩაში გამოსასვლელად… მე „შიგნიდან“ დაგეხმარებითო!

– დიახ, ამ მოქმედებისთვის მას ხელ-ფეხი გაუხსნა წინასწარ წარუმატებლობაზე გათვლილმა იმპიჩმენტის მცდელობამ. უკვე პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ოპოზიცია იწყებს რევოლუციას და ამ რევოლუციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი იქნება! მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ამერიკა ქუდს დაიხურავს და საქართველოდან გაგვეცლება, ასევე გაიქცევა საქართველოდან მისი რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ზუსტად იმგვარად, როგორც მისი წინაპრები გარბოდნენ! სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებები და ტონი მოწმობს, რომ საქართველო მისი ქვეყანა არ არის! ზუსტად იმგვარად, როგორც სააკაშვილისთვის არ იყო. ისევე, როგორც ზელენსკისთვის არ არის უკრაინა „მისი“ ქვეყანა და სამშობლო!  ერთნაირი ხელწერაა! ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, მოლდოვაში გარედან მოყვანილი ლიდერები არ იყვნენ იმ ქვეყნების გულშემატკივარი, ღვიძლი შვილები, რომელთა სამართავადაც ისინი ამერიკამ გაამწესა! დასავლეთს და ამერიკას საქართველოს გავლენის სფეროში შესანარჩუნებლად რევოლუციის გარდა სხვა გზა არ დარჩენია, რადგან დასავლურ სივრცეში „შერწყმის“ 33 წლიანი სატყუარა ბოლომდე გაშიფრულია. სხვა გზა არ დარჩენია, რადგან რამდენიმე დღის წინ მსოფლიომ იხილა, ჩინეთში ვიზიტად მყოფი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი როგორ მიუძღვიან საზეიმო სუფრისკენ 147 ქვეყნის დელეგაციას! ეს ფაქტი სიმბოლურად მიუთითებს, რომ მსოფლიო შეიცვალა! რომ პლანეტის აღმოსავლეთით გამოიკვეთა სახელმწიფოთა მძლავრი ერთობა, რომელსაც სათავეში კონკრეტული 2 ლიდერი – ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი უდგანან და რაც მთავარია, ეს ერთობა შედგა ამერიკის და ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე! ეს ფაქტი უტყუარი მინიშნებაა იმაზე, რომ ამერიკა და ევროკავშირი საქართველოდან წავლენ! ახლა მთავარია, როგორ წავლენ – მშვიდობიანად, მცირე ექსცესებით თუ დიდი სისხლისღვრით!  მაგრამ იმაზე 2 აზრი უკვე აღარ არსებობს, რომ აღმოსავლური ერთობა საქართველოში დასავლეთის უკონტროლო პარპაშს აღარ დაუშვებს და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთს თავისი ნაბიჯების გამო პასუხს ვერავინ ვეღარ მოსთხოვს!

 – რას მოიმოქმედებს?

– დღეს აღარ არის 1998 წელი, როცა დასავლეთმა იუგოსლავიაში ძალმომრეობა გაბედა, რადგან მაშინ რუსეთი ფაქტობრივად, არ არსებობდა! მერწმუნეთ, რუსეთი დასავლეთს არაფრის დიდებით იმის უფლებას არ მისცემს, საქართველოში ძალის გამოყენების გზით ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც რუსეთს რადიკალურად დაუპირისპირდება! თუ დასავლეთი საქართველოში შეიარაღებულ გადატრიალებას შეეცდება, რუსეთი ძალის გამოყენებით დაუპირისპირდება და საქართველოში ამერიკის აგენტურას უფრო სამარცხვინო აბარგება ელოდება, ვიდრე აფრენილ თვითმფრინავის ბორბლებზე ჩამოკონწიალებულმა ამერიკის ავღანელმა რეზიდენტებმა განიცადეს. ჩვენთვის მთავარია, ასეთ გარემოებას თავი უმსხვერპლოდ ან მინიმალური მსხვერპლით დავაღწიოთ, რისთვისაც, ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკებები, თორემ ხვალ შეიძლება, გვიანი აღმოჩნდეს! ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, რასაც ნიკოლოზ ბარათაშვილი აღწერს პოემაში „ბედი ქართლისა,“ სადაც მეფე ერეკლე მსაჯულს დაბეჯითებით ეუბნება:

– „რომ, დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,

ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!”

დიახ, ასე თუ ისე, უახლოეს მომავალში საქართველოს აუცილებლად მოუწევს რუსეთთან მისვლა! მთავარია, რა ფორმით მივალთ!

 – რა ვარიანტები არსებობს?

– ჩვენი ნებით და ჩვენი ორი ფეხით; 2. ოთხზე დამდგარნი, ანუ, იძულებით; 3. ხოხვით, ანუ როგორც რუსები ამბობენ – „პო პლასტუნსკი!“

აქედან პირველი – საუკეთესო ვარიანტი და ღირსეული გამოსავალია, რადგან საქართველოს შესწევს იმისი რესურსი, მსოფლიოს ახალ გაერთიანებაში უძლიერესი ქვეყნების თანაბარი უფლებებით ისარგებლოს, ამ გაერთიანებიდან ყველა ის უზარმაზარი დივიდენდი და სიკეთე მიიღოს, რასაც პერსპექტივაში გაერთიანების მონაწილენი დაინაწილებენ. მეორე ვარიანტი იმას ნიშნავს, რომ სხვა გზა არ გვექნება, მაგრამ დივიდენდები – ნურას უკაცრავად! ხოლო მესამე ვარიანტი ყველაზე არასასურველია, რადგან საქართველოს ტერიტორიის უკრაინიზაციას, ნგრევას, მსხვერპლს, ეკონომიკურ და ეროვნული ცნობიერების კოლაფსს გულისხმობს.  ყველაზე სამარცხვინო, თავშესაფარის ვედრების მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ცოცხლები გადავურჩებით მოსალოდნელ კატაკლიზმებს! ჩვენი უბედობის მიზეზი და გასაღები ჩვენივე ხელშია და, როგორც გენიალურმა ქართველმა პოეტმა, ალექსანდრე ჭავჭავაძემ სთქვა:

„კაცთ უბედობა, თუმცა სატირე – გარნა რად განსაკვირე,

ამა სოფლისა დიდი და მცირე – არს ცვალებისა მზირე.

ვისაც გსურთ და სხვა!“

 – მოდით, ის კატაკლიზმებიც გავშიფროთ, რაც ქართველებს მოსპობით ემუქრება…

– თვალი გადავავლოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც, ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ეს მოვლენები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამერიკის უკანასკნელი მცდელობა, თავისი ეკონომიკის და ეროვნული ვალუტის – დოლარის გადასარჩენად, რადგან უახლესი ინფორმაციების თანახმად, რუსეთმა და ჩინეთმა უკვე ამოიღეს თავიანთი ურთიერთობის ფორმატიდან დოლარი, ერთმანეთთან სხვაგვარ ურთიერთობაზე გადადიან და უეჭველად, მათ აზიის, ახლო აღმოსავლეთის და საუდის არაბეთის ქვეყნებიც დაემატება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკის მოკავშირეებად ითვლებოდნენ, დღეს კი მოსალოდნელმა მსოფლიო ომმა ეს კავშირები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ამ ფონზე უნდა გავიაზროთ, რომ ამერიკას საქართველო შესაძლოა, ირანთან დასაპირისპირებელ პოლიგონად სჭირდებოდეს, რადგან ირანი პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო მსოფლიოში  ერთადერთი სახელწიფო, რომელსაც ძალუძს  შუამავლის როლი შეასრულოს ირანს და ისრაელს შორის – რუსეთია.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანის ისალმური სახელმწიფოს ომში ჩაბმა მესამე მსოფლიო ომის ხილულ დასაწყისს ნიშნავს.

მაქვს დამადასტურებელი უზარმაზარი ინფორმაცია, რომ 1993 წელს ირანის პრობლემა საქართველოსთვის აფხაზეთის ჩამოჭრის და სარკინიგზო მაგისტრალის ჩაკეტვის გზით გადაწყდა. მანამდე, 1992 წლის 26 მაისს თბილისში ჩამოვიდა ჯეიმს ბეიკერი და შევარდნაძეს შესაბამისი დავალებები მისცა… სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში,  ირანი აუცილებლად ჩაერთვება, რადგან არ აწყობს სომხეთზე გამავალი დერეფნის დაკარგვა, ამით დაინტერესებულია რუსეთიც! ამასობაში, ქართველებმა  რა ვქნათ? ისევ „ევრო-ნატო“ ვიბღავლოთ, თუ უკვე ხელისუფლების დონეზე დავიწყოთ საუბარი რუსეთთან?

 – სად არის გამოსავალი, ამ მეტად სახიფათო მდგომარეობიდან?

– ხელისუფლებამ, მიუხედავად კონსტიტუციაში იმ  სამარცხვინო ჩანაწერისა,  რომელიც ნატოსკენ სწრაფვას გულისხმობს, ღიად უნდა განაცხადოს ნატოზე უარი. მერწმუნეთ, ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს და სჯობს  ახლა, ვიდრე მერე, როდესაც ჩვენ აღარავინ შეგვეკითხება!!! ამ სიტუაციაში სრულ სიშლეგედ მოჩანს ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის ახირება და აპელირება ევროკავშირის 12 დავალების შესრულება-შეუსრულებლობაზე… დასავლეთის პოლიტიკა ამაზრზენია, რადგან მისგან ისედაც დაბეჩავებულ ხალხს ისევ დაჟინებით ტვინს ურეცხავს, „კანდიდატის“ სტატუსის ყალბი პერსპექტივით, არადა, პრაქტიკულად უკვე გამორიცხულია საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია! მე ძალზე მეცოდება ხბოს აღტაცებით ევროპის მიმართ აღტყინებული საზოგადოების ეს ნაწილი, რადგან ერთ მშვენიერ დილით, ანაზდად, ისეთ პოლიტიკურ გარემოში მოუწევთ გაღვიძება, რომელიც დასავლური ყალბი ლოზუნგების ფრიალის ფონზე ვერასოდეს წარმოედგინათ! ჩვენ გვაქვს ერთადერთი რეალური არჩევანი – რუსეთთან პირდაპირი საუბარი ყველაფერზე. ამ საუბარში იქნება ჩაქსოვილი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობაც და პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებიც! სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურებიდან ამოძირკვა, მაგრამ ქართველი ხალხისგან გულწრფელ მადლობას იმსახურებს სტაბილიზაციის, მშვიდობის და იმ დიადი შანსის შენარჩუნების გამო, რომ რუსეთს ხოხვით კი არა, წელგამართულები ვეახლოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, დიდი მასშტაბის ეკონომიკური პერსპექტივების ადრესატად ვიქცეთ და მომავალ მსოფლიო წესრიგში ღირსეული ადგილიც დავიმკვიდროთ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

 

 

 

 

კომენტარები