მიხეილ რამიშვილი: „არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას, ბრძანება აქვთ მიღებული, ეს საქმე ჩაფარცხონ – პატრონიც ეყოლება და ყველაფერს“

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი  თბილისის პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ, ეკა ქობესაშვილთან ერთად თამარ ბაჩალიასვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად მივიდა.

-„ბრძანება აქვთ მიღებული, ეს საქმე ჩაფარცხონ. მათთვის თვითმკვლელობის მეტი არ იყო არაფერი, ჰგონიათ, პატრონი არ ეყოლებოდა ამ ბავშვს. პატრონიც ეყოლება და ყველაფერს გავაკეთებ, მკვლელებს არაფერი შერჩეს.

პროკურატურას ყველაფერი შეუძლია თქვას, ეს მისი ნებაა. მე მოგასმენინეთ თქვენ, ვინც გადმომიგზავნა ეს ფოტოები, ის მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს. პროკურატურას ბევრი რამის გაყალბება სურს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, თითქოსდა, აბები დალია ამდენი და იქ არ ჩანს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აბების დალევის მეორე რეჟიმიც არსებობს, როდესაც ფილტრაცია ხდება. მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ, – უცხოელ ექსპერტებსაც შევეკითხე, როგორ შეიძლება ასეთი რაოდენობის აბები აღმოჩნდეს და ამავდროულად ბოთლშიც ფიქსირდება აბები, რომელიც მიღებული ჰქონდა. ფილტრაცია როგორ ხდება, როდესაც იფშვნება, იხსნება ბოთლში და ბოთლიდან ხდება გადასხმა და ფილტრაცია? რითაც იკვრება აბები, იმის გაფილტვრა ხდება და სუფთა სითხე გადადის მეორე ჭურჭელში, – ამ შემთხვევაში შეიძლება გადასხმა მომხდარიყო ბოთლში. მე არ ვეთანხმები ექსპერტიზის დასკვნას,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – ასე იაროს ადამიანმა, ამდენი აბი ყლაპოს? იმას არკვევენ, ჩემს მიერ წარდგენილი ფოტოები თურმე ცრუ ყოფილა, და იმას არ არკვევენ, რომ ავტომობილი არ იდგა. დაიწყონ ახლა იმის გარკვევა, რა არის სიცრუე და მაშინ მეც ვიტყვი, როგორ აყალბებენ მტკიცებულებებს – მაშინ თავიანთი თავი დაიჭირონ. დაიჭირონ ის ადამიანები, ვინც მფარველობს მკვლელებს, ვინც არიან ჩართული თავიდან ბოლომდე თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობაში. ამას კიდევ დავამტკიცებ, – სად მიდის გზები, უკან არ დავიხევ, არაფერს არ დავთმობ. ადამიანმა თვითონ გადმომიგზავნა, თვითონ არის საქმის კურსში, ბევრ ინფორმაციას ფლობს, – ის გამოძიებას დაუკავშირდება, გააკეთებს განცხადებას.  თამარ ბაჩალიაშვილი არ არის მხოლოდ ბაჩალიაშვილების შვილი, ჩემი შვილიცაა და ვისაც ღირსება გააჩნია და ვისაც შვილი უყვარს, მათი შვილიცაა“, – განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან უკვე მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. ამ დროისთვის ასევე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა:

http://pog.gov.ge/uploads/adbd3ded-sasamarTlo-samedicino-eqspertizis-daskvna.pdf

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა:

http://pog.gov.ge/uploads/c9891bba-trasologiuri-eqspertizis-daskvna.pdf

კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა:

http://pog.gov.ge/uploads/bd07a9db-komputeruli-eqspertizis-daskvna.pdf

კომენტარები