მიხეილ რამიშვილს საგამოძიებო უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილი დახვდა

ადვოკატ მიხეილ რამიშვილს საგამოძიებო უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილი დახვდა.

-„როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი  მოხსნილი იყო, კომპიუტერი გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს.  თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე, მითხრეს, – კოდს მიაგნეს. თუმცა, კომპიუტერში არ შესულან.

საგამოძიებო უწყებიდან მას შემდეგ დამიკავშირდნენ, რაც საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვაზე განცხადება გაკეთდა.

ვთქვი, ვცდილობდი, კავშირზე გავსულიყავი ამერიკის ფედერალური ბიუროში. შესაბამისად, მომეძებნა ექსპერტი. ეს განცხადება იყო თუ არა, დამიკავშირდნენ, – ჩვენ შევძელითო, შეგვიძლია გავხსნათ, კოდს მივაგენითო. როდესაც მივედი ექსპერტიზაზე, ლუქი  მოხსნილი იყო, გახსნილ მდგომრეობაში დამახვედრეს კომპიუტერი. იმ მაღალჩინოსნის ნათქვამს, თქვენი გოგო შარშია, ამის შემდეგ უარყოფას, რომ ამდაგვარი საუბარი არ ყოფილა, იცის დაემთხვა,  თამუნას „ფეისბუქი“ წაიშალა. უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რას ემსახურებოდა იმ მაღალჩინოსნის განცხადება,  შარში რომ იყო ეს ბავშვი, თუ კომპიუტერს იმ დღეებში ვერ ხსნიდნენ და ვერ გახსნეს?

კომპიუტერის სკანირება მიმდინარეობს. რამდენი საათი და დღე დასჭირდება, ვერ გეტყვით. ჩვენ მაინც ვცდილობთ, ექსპერტები ჩამოვიყვანოთ, გადამოწმდეს, როდის იყო ბოლო შემხებლობა კომპიუტერთან.

ამ დრომდე დალუქულია თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი და იმედია, გახსნილი არ არის. ჩემს თვალწინ დაილუქა. ჩემი ხელმოწერაა იმ ლუქებზე. ვცდილობ, დავუკავშირდე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლობას, მოვიწვიო ექსპერტი,  ჩემს თვალწინ რომ გაიხსნას მანქანა.

ჩემთვის ამ დრომდე აეროგადაღების ჩანაწერი არ გადმოუციათ. ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

საქმეზე გამოიკითხა ასევე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი. გარდაცვლილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, სწორედ ლადო ბაჭულაშვილმა უთხრა მას, მისი შვილი „შარშია“. გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა კი განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არასდროს უთქვამს, თითქოს მისი შვილი შარში იყო“, – განაცხადა რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი  იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

კომენტარები