„მიხეილ სააკაშვილის ახლოს მყოფ ჟურნალისტებსაც კი ეშინიათ, – მისი მსხვერპლი“ – უკრაინელი ჟურნალისტები:

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, მიხეილ სააკაშვილ-ადეიშვილს შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებასთან,  ეს ფაქტი, საქართველოში პოლიტიკური რევანშისთვის რომ გამოიყენონ.

„სამი ჟურნალისტი, სამი გიორგი: გიორგი სანაია, გიორგი ღონღაძე, გიორგი გაბუნია. თითოეული მათგანის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას და პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლას.
ივნისის შუა რიცხვებიდან, მიხეილ სააკაშვილის ახლოს მყოფ ჟურნალისტებსაც კი ეშინიათ გახდნენ მისი მსხვერპლი.  ვინც სააკაშვილის კუთვნილ ქართულ ტელეარხ „მთავარზე“ მუშაობს და ყოველდღე მაუწყებლობს სააკაშვილის მოწოდებებს საპასუხო რეაგირებებზე საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ.

მიმდინარე წლის 15 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუშალა “მთავარი”-ს ყველაზე ოდიოზური ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას, რომელიც მსოფლიო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი პრეზიდენტ პუტინისადმი მისი უხამსი ბილწსიტყვაობის წყალობით.

მკვლელის დაჭერიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა, სპეციალურ ბრიფინგზე თავად აღიარა – მან იცოდა კოლეგის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. უკვე ჟურნალისტის ლიკვიდაციის სავარაუდო შემსრულებლის სიტყვებიდან გახდა ცნობილი, რომ იგი მრავალთვიან მომზადებას გადიოდა უკრაინის დედაქალაქში, და მისი სასწრაფო გამგზავრების შესახებ საქართველოში, კარანტინის წინა პერიოდში. ამავდროულად, მიმდინარე წლის თებერვლიდან, მზადდებოდა ფართომასშტაბიანი მედია და მომავალი მსხვერპლის პოლიტიკური გაპიარება საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში. მზადდებოდა გიორგი გაბუნიას, როგორც ქართული ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის, ადგილობრივ ჟურნალისტებთან, აქტივისტებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრები.

დაქირავებული მკვლელის ხელით ქართველი ჟურნალისტის, გიორგი სანაიას მკვლელობამ განაპირობა ვარდების რევოლუციის დაწყება, რომელიც დაფინანსდა ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ, ხოლო ედუარდ შევარდნაძის წასვლა მთიანი რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომელიც დაიკავა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოში უკვე აპრობირებულმა პოლიტიკურმა ტექნოლოგიამ შემდგომში უკრაინაშიც იმუშავა. გიორგი ღონღაძის თავმოკვეთილ ცხედარზე – ქართული წარმოშობის უკრაინელ ჟურნალისტზე, რომელსაც სააკაშვილი აფხაზეთში საომარი მოქმედებებიდან იცნობდა. ჟურნალისტი გიორგი ღონღაძის მკვლელობამ საფუძველი ჩაუყარა იგივე ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ აქციას – „უკრაინა კუჩმას გარეშე“ და შემდგომ „ნარინჯისფერ რევოლუციას“, რომელმაც სახელმწიფოს სათავეში სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარი, იულია ტიმოშენკო მოიყვანა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო სააკაშვილის შვილის მომავალი ნათლია – ქვეყნის პრეზიდენტად”,-განაცხადეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაცემაში “МОЛНІЯ”.

იყო თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების გეგმა დაკავშირებული სააკაშვილ-ადეიშვილ-გვარამიას პოლიტიკურ მიზნებთან და რა წინადადებით დაუკავშირდა საქართველოს ორი წარმომადგენელი უკრაინელ ჟურნალისტებს, საქმის ამ დეტალებზე.

საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ ჟურნალისტები ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა აცხადებენ, რომ წლის დასაწყისში გიორგი გაბუნიას შესახებ სიუჟეტის მომზადების შეკვეთა მიიღეს. ამის შესახებ  „იმედის კვირასთან“ განაცხადეს. –  თებერვალში მათ საქართველოს ორი წარმომადგენელი დაუკავშირდა, ვინმე ედუარდი და ზურაბი და შესთავაზეს გიორგი გაბუნიაზე ისტორიის მომზადება, რომელმაც ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტები აცხადებენ, ამ სიუჟეტის მიზანი მათთვის მას შემდეგ გახდა ნათელი, რაც უკრაინულ ვებგვერდზე Obozrevatel სავარაუდოდ ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა.

„არის გაბუნია, არის მისი ხელმძღვანელი, რომელმაც ბრიფინგი გამართა და აღიარა, რომ იცოდა დაგეგმილი მკვლელობის შესახებ და ფაქტს მალავდა. არის დამფინანსებელი ადეიშვილის სახით-ადამიანის გაპიარება და ნაციონალურ ლიდერად ქცევა არ არის ხომ ცოტა თანხასთან დაკავშირებული?! ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოლდოვა, უკრაინა-უკვე ხუთი ქვეყანაა სადაც მინიმუმ უნდა გაპიარებულიყო გაბუნია და წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის დაფინანსება-სატელევიზიო გადაღებები, ცხოვრების ხარჯი, შეხვედრები ადამიანებთან, ტრანსპორტი, ავიაბილეთები. და ბოლოს, არის სააკაშილი, რომელიც ამ პროექტს კურირებდა, როგორც პოლიტიკურ პროექტს. გვარამიას ბრიფინგმა და ადეიშვილი-სააკაშილის სატელეფონო ჩანაწერით დასტურდება, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ საიდუმლოდ ინახებოდა, არამედ ყველაფერი თავიდანვე გაწერილი იყო, ეს პოლიტიკური პროექტი უნდა დასრულებულიყო რეზონანსული მოვლენით, ჟურნალისტის მკვლელობით, ან თავდასხმით. შემდეგ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.

 სქემის შესახებ ნიკა გვარამია ინფორმირებული იყო. სიუჟეტის დამკვეთები კი მათ მხოლოდ გაბუნიასთან დაკავშირებას სთხოვდნენ, რომელიც უკრაინელი კოლეგების შეტყობინებებს არ პასუხობდა“, – ამბობს ტოლმაჩოვი.

„ამ ხნის განმავლობაში სულ კავშირზე ვიყავით ამ ორ ადამიანთან. ისინი ამ პროექტით იყვნენ დაინტერესებული, რადგან უკრაინაში ბიზნესს დაჰპირდნენ. ეს არის მინერალური სასუქების ბიზნესი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია და მას შემდეგ, რაც ნაციონალური რეფორმების საბჭოში გადავიდა, ამ ბიზნესიდან გაქრა. თუ გავიხსენოთ, მას შემდეგ რაც თანამდებობაზე მოვიდა, ერთ ერთი მისი პირველი მოთხოვნა იყო, რომ ბაზარზე იმპორტირებული მინერალური სასუქების წილი გაზრდილიყო. ეს იყო სწორედ ის ბიზნესი რასაც ეს წყვილი საქმიანობდა. და მოლოდინი ჰქონდათ, რომ გაიზრდებოდა მათი ბიზნესის წილი უკრაინის ბაზარზე, იმის სანაცვლოდ, რომ ეს ისტორია მომზადდებოდა გაბუნიაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და ამ სქემის უდანაშაულო მონაწილეები არიან, ამიტომ მათი ვინაობის გამოქვეყნებას არ ვაპირებთ. მათი წყალობით გავიგეთ, როგორ აპირებდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გიორგი გაბუანიას გაპიარებას“, – ამბობს დეინეკა

კომენტარები