მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნება.

პარტია კანდიდატების წარდგენას 15 სექტემბრიდან დაიწყებს.

-„ქალბატოპნ გიულისთან და სხვა მაჟორიტარებთან წარდგენა 15 სექტემბერს იქნება, სავარაუდოდ, ქალბატონი გიული ალასანია იქნება ზუგდიდი მაჟოროტარი. ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების კომენტარს, ეს არის ისტერიკაში მყოფი ადამიანების კომენტარი.  დარწმუნებულები არიან, მათი არჩევნებში მონაწილეობა დასრულდება მძიმე შედეგით. ზუგდიდში აბსოლუტურად გაიმარჯვებს ქალბატონი გიული” – განაცხადა ტვ „პირველთან”, ენმ-ის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები