„მიხეილ სააკაშვილის თანადებობაზე დანიშვნა, შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მეორე ფინალური, ფატალური შეცდომა იყოს“ – დიმიტრი სპივაკი

უკრაინულ ტელეარხ news one-ის თოქშოუში „უკრაინული პოლიტიკის ეპიცენტრი“ –  პოლიტოლოგმა  დიმიტრი  სპივაკმა განაცხადა:

-„რაც მე არ მსიამოვნებს, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა ტრანზიტული ზონა აღმოჩნდა სააკაშვილისთვის. ანუ სულ ერთია სად და როგორ, მისთვის მთავარია მართვა. ეს არის მიუღებელი, მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით თუ შევაფასებთ. მიხეილ სააკაშვილი თავს პრეზიდენტად გრძნობს. შესაბამისად იქცევა. მას არ შეუძლია იყოს მეორე, მესამე ან მეთვრამეტე, ან ვიცე-პრემიერი, ან რამე სხვა. ეს მისთვის უაზრო ქმედებებია, იგი ლიდერია. ის ძალიან კონფლიქტური ადამიანია, მისმა დაუოკებელმა ენერგიამ შეიძლება აბსოლუტურად არაადეკვატურ ქცევებამდე მიიყვანოს, რომელიც ატომურ აფეთქებას ჰგავს, და სად, რა, როდის აფეთქდება ფაქტიურად არაპროგნოზირებადია. ეს არის ადამიანი კონფლიქტი, ადამიანი დამანგრეველი და ეს სიმართლეა“.

კომენტარები