“მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობა ავტომატურად ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მისი პრემიერობის პირველ წელიწადდშივე.”-წერს ნებიერიძე:

ნაციონალური მოძრაობა ისევ ხალხს აბითურებს  და აფსურდული დაპირებებითა და  ტყუილებით ცდილობს მოსახლეობის მოსყიდვას. ამჯერადაც დავით ბიერიძე ჩვეულ ამპლუაშია და სააკაშვილზე სასიყვარულო სონატებს თხზავს, ერთ ერთ ასეთი სამიჯნურო ტექსტი ამჯერადაც ფეისბუქის საკუთარ კედელზე გამოაქვეყნა და წერს-

 

“მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობა ავტომატურად ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მისი პრემიერობის პირველ წელიწადდშივე.

ახლა მთავარია ყველას ძალიან მარტივად გავაგებინოთ რას ნიშნავს ამ უპრეცენდენტო რაოდენობის უცხოური ინვესტიციები თითოეული მოქალაქისთვის პირადად.

საქართველოს ტიპის სახელმწიფოში ყოველი ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა საშუალოდ 25 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიცია ეკონომიკაში. შესაბამისად, 10 მილიარდი დოლარი ამ მიზნებისთვის ნიშნავს რომ ქვეყანაში გარანტირებულად შეიქმნება 400 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ეს კი ნიშნავს სიღარიბის დაძლევას, იპოთეკური სესხების სწრაფად გასტუმრებას, შვილების განათლებას, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუმჯობესებას და საქართველოში კეთილდღეობისა და სტაბილურობის დაბრუნებას.

ხალხი იმაზე კი აღარ იფიქრებს თუ რა აჭამონ შვილებს ხვალ და რა პასუხი გასცენ მევალეს, არამედ იმაზე თუ რამხელა და რა ფასიანი ბინა იყიდონ, რა მოცულობის დანაზოგი დააბანდონ ბიზნესში, სად წავიდნენ დასასვენებლად, სად გააგზავნონ შვილები უმაღლესი დონის განათლების მისაღებად.

არჩევანი თქვენზეა ქართველებო – ან ივანიშვილის სიბნელე და სიღარიბე, ან სააკაშვილისეული წარმატება და კეთილდღეობა.”-წერს ნებიერიძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები