მიხეილ სააკაშვილი – „არავის არ ვაბულინგებ, – ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება“

-„ჯერ ერთი, მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა დაანონსებული არ იყო, ბოლო წუთში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიკერი, რომელიც ევროპის და აზიის მიმართულების ხელმძღვანელია, ჯერ არასამთავრობო სექტორს შეხვდა, შემდეგ ქართულ ოპოზიციას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაინახეს, – ძალიან მძლავრი პროტესტი იყო შაბათს, თბილისში და ბათუმში. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, – არჩევნები ტოტალურად გაყალბებით ჩატარდა, არ შეესაბამებოდა არჩევნებისთვის დაწესებულ სტანდარტებს, შეხვდნენ ოპოზიციას.

როგორც ვიცი, ოპოზიციამ რაც ელაპარაკა დარღვევებზე, წინააღმდეგობრივი არგუმენტები მათ არ ჰქონდათ, ისინი ხვდებიან, ყველა დარღვევას და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ამბობენ, კი, გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც მოილაპარაკოთ.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს, ვერ მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ახლა გვაქვს დასაკარგი დრო, ვიღაც შევიდეს, დაჯდეს, იცოდვილოს გაყალბებულ პარლამენტში, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს? არავის ვახვევ ჩემ აზრებს.

ერთი რასაც აკეთებენ, ახლა ამბობენ: „მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლია“. ვფიქრობ, ოპოზიციაში ღირსეული ლიდერები არიან, რომლებიც არავის ბულინგის მსხვერპლი არ არიან, მით უმეტეს, ივანიშვილის და სააკაშვილის რანაირად უნდა გახდნენ? არც ხელისუფლება მაქვს, არც ადგილზე ვარ,  არავის არ ვაბულინგებ, მხოლოდ მხარს ვუჭერ. ყველა ოპოზიციური ლიდერი დადგა ძალიან მყარად. მთელი მათი ლაპარაკი, – ვიღაცებს ველაპარაკებით, ვიღაცები პარლამენტში შევლენ – ერთ-ორ ადამიანს შეიძლება თავში უტრიალებს, მაგრამ ისინი ლიდერებს შორის არ არიან, უამრავ სიაში სხვადასხვა ხალხია.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვისას.

18 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

კომენტარები