მიხეილ სააკაშვილი – „გასაგიჟებელი მხარდაჭერა მაქვს, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს!““

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა:

-„ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება მთავრობა წელს. მათ მოიპარეს არჩევნები, შემდეგ ჩაერივნენ ევროპელები. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებამდე ძალიან შორს არის, მაგრამ რომელიც ხსნის რეფერენდუმის საკითხს, პრაქტიკულად ხელისუფლების ცვლილებას ამ წლის შემოდგომაზე. მგონია, პირადად,მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს! არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ.

ალექსეი ნავალნის რეალურად გმირად ვთვლი. ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვა,ნთუ ის გადარჩება. პოლიტიკოსის შეფასება სხვადასხვანაირად შეიძლება, მისგან არასასიამოვნო რაღაცები მახსოვს, ის საერთო ჯამში გმირობის სიმბოლოა, ასეთი ხალხი ცოტაა, საჭიროა მათი მხარდაჭერა“.

კომენტარები