მიხეილ სააკაშვილი – „ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა ერთად შევძლოთ გარდაუვალი გამარჯვების დაცვა“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ავრცელებს:

-„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან და სასამართლოებთან. ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ვიმეორებ, მრავალრიცხოვრობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით. 30 ოქტომბერს გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“.

კომენტარები