„მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია. ამას ადასტურებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი“ – თეა წულუკიანი

-„საქართველის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია. ამას ადასტურებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

გვაქვს სასამართლოს განაჩენები, რომელიც არაერთი ინსტანციის მიერ არის დადასტურებული და კანონიერ ძალაშია შესული. გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, გირგვლიანის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირადად არის მოხსენიებული ხელის დამფარებელი და მართლმსაჯულებისთვის ხელის შემშლელი. აქედან გამომდინარე, შეგიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კრიმინალი. იქ არის ერთი ფრაზა, რაც ამ ფაქტს ადასტურებს. პრეზიდენტმა, პროკურატურამ პენიტენციურმა სისტემამ პირი შეკრეს, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.

მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების ეგიდით, საზოგადეოებას ბევრი ცვლილება მიჰყიდა. „სინამდვილეში ეს არ იყო რეფორმები, ეს იყო მიმართული მისი ხელისუფლების გამყარებისკენ და სხვა მიზანი არ ჰქონდა“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.

კომენტარები