მიხეილ სააკაშვილი: “მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი”

“მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში, ვიყო შუამავალი “- ამ სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკითხს, ვიდეო-მიმართვით ეხმიანება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველანაირი სტატუსისა და თანამდებობის გარეშე, ის მზად არის, გამოიყენოს საკუთარი კავშირები და დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას ვერ შეძლებს და ფუნდამენტური მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

„მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მე  მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი.

იმიტომ, რომ ესენი არაფრის გადამწყვეტი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები