მიხეილ სააკაშვილი – რადაში უკრაინისთვის საბრძოლველად და ხალხის ციხეში ჩასასმელად მივდივართ

უკრაინის 21 ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ საარჩევნო სია თავად მიხეილ სააკაშვილმა გაასაჯაროვა.
სიის პირველი ნომერი თავად სააკაშვილია. ხუთეულში არის ასევე დავით საყვარელიძე, რომელიც მანამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე უკრაინელი საზოგადო მოღვაწე ოლეს დონი, ოდესელი გროსმეისტერი ნატალია ჟუკოვა და უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ ლანავოი.
„ვალდებულად ვთვლი თავს, ამ ხალხს გზა გავუხსნა. ჩვენ რადაში კოალიციის ფორმირებისთვის არ მივდივართ, არც თანამდებობებს ველით. ჩვენ იქ მივდივართ უკრაინისთვის საბრძოლველად და ხალხის ციხეში ჩასასმელად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები