მიხეილ სააკაშვილი – როგორც დიდგორზე აღმაშენებელმა ჩახერგა გზა და უკან დასახევი აღარ იყო, ისეა, 31-ის წინ უკან დასახევი გზა აღარ არის, არც თქვენთვის, არც ჩემთვის

„თითოეული თქვენგანი დაბადებულია გამარჯვებისთვის და არც კი იფიქროთ, არც კი გაივლოთ გულში დამარცხების და უკან დახევის ზრახვა, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბადრი ბასიშვილის წარდგენისას შეკრებილ მხადამჭერებს.

„მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველობით, გორელობით, ქართლელობით და ეს ჩვენი სიამაყის ხმა უნდა გავაგონიოთ მთელ მსოფლიოს. მიხარია, რომ მანდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ხართ. ახალგაზრდობაშია ჩვენი მთავარი ძალა. მე ჩემს ფუნქციას ვხედავ იმაში, რომ დავასტაბილუროთ ქვეყანა, გამოვიყვანოთ კრიზისიდან და შემდეგ, მთელი ხელისუფლება გადავცეთ ახალგაზრდობას, საქართველოს მომავალ თაობას. საქართველომ აღარ უნდა კარგოს თავისი შვილები. საქართველი იქნება მინიმუმ 7 მილიონი ადამიანით დასახლებული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი პოტენციალი ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, ახალ ტექნოლოგიებში. ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად მაგარი გეოგრაფია. თქვენ ხართ გმირული მიწის შვილები და კიდევ ერთი გმირობა გვაქვს ჩასადენი 31-ში და ამ გმირობას ყველა ერთად ჩავიდენთ. ისინი ჩამოიშლებიან, ბნელეთის კოშკები ჩამოიშლება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ყოველ წუთს ვითვლი იქამდე. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, გამარჯვებისკენ !“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები