მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის მხარის ყოფილი გუბრენატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოწოდებას, ყველა დევნილი და სამშობლოდან გადახვეწილი უკრაინელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ, პირველი ეხმიანება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  და სკანდალური პოლიტიკოსი საკუთარი ინტერნეტ-გვერდის საშუალებით აცხადებს, რომ უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინას ის მეორე სახლად თვლის და მოქალაქეობის დაბრუნების იმედსაც იტოვებს.

შეგახსენებთ, რომ  2017 წლის 26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა, მოგვიანებით კი, მიხეილ სააკაშვილი, 2018 წლის 12 თებერვალს, კიევში დააკავეს.

კომენტარები