მიხეილ სააკაშვილი ყველას მობილიზაციისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა:
„მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ. ახლა საგანგებო სიტუაციაა. ეს არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა“.
მან მოქალაქეებს და პოლიტიკოსებს ერთად დგომისკენ და საყოველთაო მობილიზაციისაკენ მოუწოდა.
„მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები