მიხეილ სააკაშვილი: „ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე, მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა“

-„უკვე ერთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში ჩემს პალატასთან მდგომმა სუს-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი“,- აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

Mikheil Saakashvili

32 წუთის წინ

მიხეილ სააკაშვილის განცხადება;

უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკა

მეტის ნახვა

კომენტარები