მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისკენ მოუწოდა აშშ-ს – „აშშ თუ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა:

-„აშშ თუ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, – ამბობს“.

ჟურნალისტისთვის მიწერილ წერილში მიხეილ სააკაშვილი ამბობს:

ციხეში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისკენ მოუწოდა აშშ-ს, რადგან საქართველო უხვევს პროდასავლური გზიდან. – მას ციხეში ყოფნისას სცემეს, ასფალტზე გადაათრიეს პატიმრების მხრიდან დაცინვის მიზნით. მთავრობამ უარი თქვა მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, ტელეფონის მიცემაზე, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. სამშობლოში ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნების წინ, დაბრუნდა, რადგან “რუსული თამაშების” და მთავრობის განცხადებების ერთობლიობამ დაარწმუნა, რომ 4-მილიონიანი ერის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საფრთხის წინაშე დადგა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მზად არის, შიმშილობა შეწყვიტოს, სამოქალაქო კლინიკაში თუ გადაიყვანენ.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები