მიხეილ სააკაშვილს რესტორანში თავს დაესხნენ – უკრაინული მედია

30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორან „Fabius“-ში თავს დაესხნენ. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, პოლიციაში წყარომ განაცხადა, – უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა, სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა.

გამოცემას ხელში ჩაუვარდა ვიდეო მასალა,  ჩანს, სააკაშვილის მაგიდასთან აუჩქარებლად მიდის მამაკაცი და ესაუბრება. სააკაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი მის გაყვანას ცდილობს. შემდეგ კიდევ ორი ადამიანი მოდის, გადაღებობა სააკაშვილს, რომელიც განაგრძობს მაგიდასთან ჯდომას.

კომენტარები