მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნეს
მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის მოქალაქეა.
ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, რამდენიმე წუთის წინ ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი, ოფიციალურ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს.