მიხეილ ცილიკიშვილი: დააკავეთ დამნაშავეები!
2011-ში, 26 მაისს საერთოდ გავერიდე მიტინგის ადგილს და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით საზიზღრად დამაკავეს თბილისიდან 70 კმ-ში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში. (გადავრჩი რომ ადგილზე არ დამხვრიტეს და ზუსტად ვიცი ნანობენ კიდეც ამას). ამათ მოწოდებები ჰქონდათ პარლამენტის შენობაში შეჭრის და სახელმწიფოს დამხობა-გადატრიალებისა. მათ მოქმედებას და შეგულიანებას მოჰყვა ახალგაზრდა ბავშვების დასახიჩრება, თვითონ კი გაერიდნენ და მიატოვეს ჩვენი მომავალი თაობა. დააკავეთ სასწრაფოდ ვისაც ეს მოწოდებები ჰქონდათ, თუ არა მიიღებთ უფრო უარეს აპერკოტს იმავე მომწოდებლებისაგან!