„მკაცრად მოვუწოდე თურქეთს, დაასრულოს ქურთი სამხედროების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია“

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა:

„ბოლო დღეების განმავლობაში, მკაცრად მოვუწოდე თურქეთს, დაასრულოს ქურთი სამხედროების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია და ამას ახლაც ვიმეორებ. ეს ჰუმანიტარული დრამაა უდიდესი გეოპოლიტიკური ეფექტებით, ამიტომ ამ გარემოებაში გერმანია აღარ მიაწვდის თურქეთს შეიარაღებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქურთების დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები