მკაცრი კანონები, რომლებიც გაგამხიარულებთ

მსოფლიოს გარშემო უამრავი კანონი მოქმედებს, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც მოქალეები იძულებულები არიან დაემორჩილონ ძალიან ბევრ, უცნაურ დაწერილ კანონს:

1.იტალიაში, მილანში მოქალაქეებისთვის აკრძალულია მოღუშული სახით ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ისინი იმყოფებიან დაკრძალვაზე ან საავადმყოფოში.

2. სინგაპურში იკრძალება საღეჭი რეზინის გამოყენება. ამავე კანონის მიხედვით, დაღეჭილი საღეჭი რეზინის ქუჩაში გადაგდება 700 დოლარით ჯარიმდება. მისი  მიზანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სისუფთავის შენარჩუნება. 2004 წლის შემდეგ, სინგაპურში შესაძლებელი გახდა, მოქალაქეებს ესარგებლათ მხოლოდ სამკურნალო საღეჭი რეზინით, რომლის ყიდვა კი მხოლოდ ექიმისგანაა შესაძლებელი და ის აუცილებლად  გაწერილიუნდა იყოს რეცეპტით წინასწარ.

3. მეხიკოში კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება ველოსიპედის პედლებიდან ტერფების მოშორება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა.

4. . აშშ–ს შტატ ჯორჯიაში ქათამს ეკრძალება გზის გადაკვეთა.

5. ქათმებს არც ახალ ზელანდიელ გაუმართლათ.  ამ ქვეყანაში მათთვის  იკრძალება საჰაერო ბუშტით ფრენა.

6. მერილენდის ქალაქ ბალტიმოში კანონით ისჯება  კინოში ლომის წაყვანა.

7.რუსეთში აკრძალულია ჭუჭყიანი მანქანის მართვა.

8. შოტლანდიის კანონმდებლობის თანხმად, შენ უნდა დაეხმარო იმ ადამიანს, რომელიც კარზე დაგიკაკუნებს და შესვლას მოითხოვს შენს სააბაზანოში.

9. ოშავაში, ონტარიოში, ხეზე ასვლა ეწინააღმდეგება კანონს.

10. ამერიკაში კანონი მოქალაქეებს უკრძალავს მანქანის მართვას იმ შემთხვევაში, თუ თან გაქვთ გაუხსნელი ლუდი.

კომენტარები