„მკაცრმა მმარხველმა” უცებ შეძლო ღვინით დათრობა, ასეთი მალე რამ შეცვალა, ნეტა განწყობა“-მამა გიორგი თევდორაშვილი

-„აღდგომის შემდეგ
აღდგომის შემდეგ ხალხმა იწყო ლაღი გართობა,
“მკაცრმა მმარხველმა” უცებ შეძლო ღვინით დათრობა,
ასეთი მალე რამ შეცვალა, ნეტა განწყობა,
ვნების ყიჟინამ ჩაანაცვლა საღვთო გალობა.
აღდგომილ ქრისტეს ვინმემ უთხრა ნეტავ მადლობა?
ორი ბატონის მსახურება არის მზაკვრობა,
თუ ღმერთთან გვინდა, უნდა შევძლოთ სოფლის დათმობა,
სიმდაბლის სულით დამღუპველი “ეგოს” დამხობა.
ადამიანის მიზანია მადლით განღვთობა,
ვინც გინდა იყოს, პირველ რიგში მართებს კაცობა,
ჯვრიდან გადმოსვლა განსაცდელში არის ლაჩრობა,
ბოლომდე მომთმენს ელოდება ღვთისგან წყალობა“.
მამა გიორგი თევდორაშვილი.
5.05.21.
კომენტარები