“მკვლელი ნიკა” – 18 წლის გოგონამ თვითმკველობამდე წერილი დატოვა

ბათუმში, ორი დღის წინ, 18 წლის გოგონა საკუთარ სახლში, თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
თვითმკვლელობამდე, მან სოციალურ ქსელში დაწერა: „მკვლელი ნიკა“.
არსებული ინფორმაციით, სუიციდის სავარაუდო მიზეზად, შეყვარებულთან კონფლიქტი სახელდება.
გარდაცვლილის დედა შვილის შეყვარებულის დაკითხვას და დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახი, პროტესტის ნიშნად, მიცვალებულის დაკრძალვას არ აპირებს.
„მე მინდა, რომ დაიკითხოს ეს პიროვნება და გაირკვეს, ჩემი შვილი რამ მიიყვანა თვითმკვლელობამე და რატომ დატოვა ეს წერილი“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები