„მკვლელობისთვის გასამართლებული სერგეი ფესენკო, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას იცავს“

სერგეი ფესენკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. ყოფილი პრეზიდენტს ყველგან დაჰყვება. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის სააკაშილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

უკრაინელი ბლოგერები და ექსპერტები მას მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე „ფრანგულ ბულდოგსაც” ეძახიან, მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. ფრანგული იმიტომ, რომ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მსახურობდა, ბულდოგი იმ საქმის გამო, რომელზე გაასამართლეს. ეს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, ფესენკო უკრაინელ ახალგაზრდებს, რომელთაც ცხელ წერტილებში საბრძოლველად სურდათ წასვლა, ფულს სძალავდა.  როდესაც ერთ-ერთმა ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა, ფრანგულმა ბულდგომა მას თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ ჭრილობები სანადირო დანით მიაყენა.

ამ ფაქტის შესახებ ფესენკო ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ ესაუბრა.

„მე არ ვარ სააკაშვილის დაცვა არც არავის, მე უკრაინის აქტივისტი ვარ. როგორც მხარს ვუჭერ ჩემს უკრაინას, ისე ვუჭერ მხარს მიხეილს, რადგან მე ვხედავ უკრაინას მაშინ, როდესაც სააკაშვილი არის მასში“, – განაცხადა ფესენკომ.

 

წყარო: medinews.

კომენტარები