მკლავჭიდელი გიორგი ღვინჯილია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

 მკლავჭიდელი გიორგი ღვინჯილია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, უკვე გაწერეს. სპორტსმენი ამჟამად სახლში იმყოფება. 14 დღიან თვითიზოლაციაში იქნება.  
საავადმყოფოში 20 დღე მკურნალობდა. 
გიორგი ღვინჯილიამ ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე საფრთხე შეუქმნა.

-„მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა, ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამო იძულებული გავხდი ეს ვიდეო ჩამეწერა.

პირველ რიგში მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ხალხს, რომელებიც ჩემს გამო კარანტინში ახლა კარანტინში იმყოფებიან. გულწრფელად ყველას ვუხდი ბოდიშს. ვიცი დამნაშავე ვარ.ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება.

ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, არც სიცხე, არც ხველება, არც ყელის ტკივილი, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს ვგრძნობდი მშვენივრად და 28 მარტს საქმეზე წავედი ქალაქ ზუგდიდში, ვინახულე ჩემი მეგობარი, ზუგდიდში ოჯახში შევედი, დავიცავი დისტანცია, რამოდენიმე ხანი ვიყავი და შემდეგ წავედი სოფელ ლიაში, ლიაში ვიყავი ოჯახში, ერთი ღამე გავატარე.

შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში ბებიაჩემის საფლავზე, იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან, დისტანციურად ხელის ჩამორთმევის გარეშე. ის, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, ვითომდა რუსეთის მოქალაქე ვარ და ახალი ჩამოსული ვარ, თვითიზოლაცია არ დამიცავს და მოვიარე სამეგრელო, ეს არის ცრუ ინფორმაცია.

ისიც, რომ მე აფხაზეთიდან გადმოვედი სამეგრელოში ესეც არის ცრუ ინფორმაცია. ისიც, რომ მე ვიმყოფებოდი ჩხოროწყურს რაიონში დაბადების დღეზე ეგ არის ცრუ ინფორმაცია“, – ამბობს ქართველი სპორტსმენი.

ქართველ სპორტსმენს  კორონავირუსი დაუდასტურდა. მას არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში.

გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში და მარტის ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში.

-„27 მარტს ქონდა კონტაქტი ჩვენს რეგიონში. რამდენიმე ლოკაციაში ფიქსირდება მისი კონტაქტები, როგორც ზუგდიდში, წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში, ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ამ კონტაქტის უმრავლესობა უკვე გამოვლენილია. მათ აუცილებლად გადაიყვანენკარანტინში.  კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სახლიდან გამოსვლისაგან, კონტაქტისაგან“, – აცხადებდა სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია.

სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დ

კომენტარები