„მკურნალობის მეთოდი, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის ინოვაციური კურსს მოიცავდა. ეს მეთოდი მიხაელ შუმახერის კომიდან გამოსაყვანად ეფექტური აღმოჩნდა“
გამოჩენილი გერმანელი ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის ექიმმა, ფილიპ მენაშიმ განაცხადა, მკურნალობის მეთოდი, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის ინოვაციური კურსს მოიცავდა. ეს მეთოდი შუმახერის კომიდან გამოსაყვანად ეფექტური აღმოჩნდა. მე სასწაულ მეთოდებს არ ვიყენებ. მე და ჩემი გუნდი ექსპერიმენტებს არ ვატარებთ. ეს შეურაცხმყოფელი ტერმინია, რომელიც ჩვენს ხედვას არ შეესაბამება.
სპორტსმენი თავს უკეთ გრძნობს და 2019 წლის გრანპრისაც უყურებს.
მიხაელ შუმახერი 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას საფრანგეთის ალპებში ქვას შეეჯახა, დაეცა და თავის მარჯვენა ნაწილი კლდის შვერილს მიარტყა. სპორტსმენმა თავის ქალის დაზიანება მიიღო. ვერტმფრენით გადაყვანისას კოლაფსი მოხდა. ექიმები იძულებულები გახდნენ, შუმახერი ხელოვნურ კომაში ჩაეგდოთ.
სპორტსმენი დღემდე კომაში იყო. სარეაბილიტაციო კურსს შვეიცარიაში გადიოდა. ოჯახი სპორტსმენის მდგომარეობზე არ საუბრობდა.
2016 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაელის მკურნალობაზე ოჯახმა 16 მლნ ევრო დაახარჯა. იძულებულნი იყვნენ, გაეყიდათ სახლი ნორვეგიაში და სპორტსმენის თვითმფრინავი.
გერმანელი ავტომრბოლელი შვიდჯერ გახდა ჩემპიონი.