„მნიშვნელოვანია, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები.  ბიზნესმა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული“ – ბექა ლილუაშვილი

-„პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ აღნიშნა, ჩვენ ეპიდემიის და გლობალური პანდემიის პირველივე დღიდან გვაქვს ბრძოლა ორი მიმართულებით, – ეპიდემია, ვირუსის გავრცელება, შეკავება და მართვა, მეორე მიმართულება ეს არის, ეკონომიკა.

ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა იქამდე მივიყვანთ, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ მას. ამიტომ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სტაბილური, მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

 მნიშვნელოვანია, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეებმა დაიცვან ელემენტარული წესები.  ბიზნესმა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები. 

გეგმის ნაწილია გახსნაც, ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგრეთვე, ის ვალდებულებები, რისი პასუხისმგებლობებიც უნდა გაიზიაროს თითოეულმა მოქალაქემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. ეს არის ის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, ეპიდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. ეს არის  გლობალური გამოწვევა და მანამ, სანამ გლობალურად ეს ბრძოლა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ჩვენთანაც. შესაბამისად, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკებისგან, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და ა.შ. ბიზნესის ვალდებულებაა ის, რომ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, მაქსიმალურად რომ შევამციროთ ყველა ის რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს ეპიდემიის და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა  პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები