„მნიშვნელოვანია უახლოესი ორი-სამი კვირა, მეტ შემთხვევას ახლავს მეტი მძიმე პაციენტი“ – ალექსანდრე გოგინავა

-„კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ათასი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად, ეს ვითარების სიმძიმეზე მეტყველებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უახლოესი ორი-სამი კვირა, როდესაც კიდევ შეიძლება მოიმატოს ახალი შემთხვევების რაოდენობამ. რეკომნდაციების დაცვა მოსახლეობის, მხრიდან აუციელებელია. მეტ შემთხვევას ახლავს მეტი მძიმე პაციენტი, მედპერსონალისთვის უფრო რთული ხდება სიტუაციის მართვა. აუცილებელია, მოსახლეობამ დაიცვას  რეკომენდაციები. რესურსებს რაც შეეხება, რესურსები იზრდება, მაგრამ, ამოუწურავი რესურსი არ არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდვითარება დავასტაბილუროთ“, – განაცხადა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

კომენტარები