„  მნიშვნელოვანი მუტაციაა, რამაც ვირუსს  აქტიურად გადადების უნარი შესძნა – ახალი შტამის გამო, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო“- მარინა ენდელაძე

-„ახალ შტამი  მნიშვნელოვანი მუტაციაა, რამაც ვირუსს  აქტიურად გადადების უნარი შესძნა. კლინიკური მაჩვენებლებით, ის არ არის ისეთი, -განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩეოდეს ან რამე სხვა განსაკუთრებული გამოხატულება ჰქონდეს. გადამდებობის უფრო მომატება არ არის სასურველი, ვინაიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელება იყო აქტიური, ახალი შტამი მეტად გავრცელებადია. უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. სხვა არაფერი არ არსებობს, გარდა იმისა, რაც არის არსებული შეზღუდვები, დისტანცია, ჰიგიენა, პირბადე. ვფიქრობ, ამას თუ შევძლებთ, მაინც ნაკლები შემთხვევა იქნება. შეზღუდვები აუცილებელია, – ადამიანები სრულყოფილად მაინც არ ვიცავთ წესებს. თუკი შეზღუდვები შემცირდება, მაგრამ ჩვენ დავიცავთ რეგულაციებს, ვფიქრობ, ძალიან არ უნდა გაიზარდოს რაოდენობა. ეს  დამოკიდებულია მოსახლეობაზე.

ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია, ეს ახასიათებს კორონავირუსსაც. მუტირებული შემთხვევები იყო სხვაც, მაგრამ ეს შემთხვევები ვერ ახდენდა გავლენას, იმდენად მცირე იყო ეს მუტაცია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.

კომენტარები