„მნიშვნელოვანი რეფორმა – დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად“ – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად. ეს ნიშნავს, – ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა.

კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა, – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. მოგეხსენებათ, პირველივე ტალღის დაწყების დღიდან ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშობა ისეთ სერიოზულ რეფორმასა და ნაბიჯზე, როგორიცაა დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ, ვერც ერთ პერიოდში ვერ განახორციელა, ეს ნიშნავს, – დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად.

ეს ნიშნავს, ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდი ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა. ამ რეფორმამ მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებული ფასი აქვს ამ რეფორმას დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში. განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალის შენარჩუნების თვალსაზრისით. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის გატარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები