მოგვიწევს ისტერიული რუსოფობია წარსულს ჩავაბაროთ და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ

სანამ ისტერიულ რუსოფობიას წარსულს არ ჩავაბარებთ და არ გავაანალიზებთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვში დევს და რეალური ნაბიჯების გადადგმას არ დავიწყებთ, ჩვენს ბირთვულ მეზობელთან ურთიერთობების დალაგებისთვის, მანამდე ვერც საშინაო პოლიტიკას დავალაგებთ და ვერც რეალურ პროგრესს ვერ ვიგრძნობთ, როგორც სოციალური ისე სხვა მიმართულებით.

სახელმწოფოს შიგნით წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისები რასაც ჯაჭვური რეაქციით მოყვება სოციალური კრიზისი, ნაკარნახევია დასავლეთის და ამერიკის პოლოტიკური ელიტის მიერ, რომელსაც საქართველო და უკრაინა მხოლოდ რუსეთის საზღვართან “ნატოს” და ამერიკის სამხედრო გავლენის გასაზრდელად ჭირდებათ.

სამწუხაროდ მეზობლებს ჩვენით არ ვირჩევთ, ვერც კავკასიონის ქედს ავიღებთ და სასურველ ადგილას გადატანას მოვახერხებთ.

მგოვწონს თუ არა და გვინდა თუ არა სახელმწიფოს ინტერესების და რეგიონის უსაფრთხოებისთვის ადრე თუ გვიან მოგვიწევს მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის დაწყება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და რეგიონის სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები