“მოგვიწევს მორიგი ფეიკის მხილება – რა გაეწყობა?!” – დავით ქართველიშვილმა ნაცებს ზეიმი ჩაუმწარა:

 – “დღეს უკრაინასა და საქართველოში გაუგებარმა ეიფორიამ აიტაცა სრულიად სანაცეთი – რაღაცას ულოცავენ ერთმანეთს, ვინმე, მათთვის “უცნობ” მეგის ქარდავას “უდანაშაულობაზე” ლაპარაკობენ… მოგვიწევს მორიგი ფეიკის მხილება – რა გაეწყობა.
“გაერო”, “ამერიკა”, “ნიუ-იორკი”, “ლტოლვილთა კომისარიატი”, “სააკაშვილის ვიზიტი” და ა.შ. – არ ცხრება ფარნაოზ ჭკადუებისა და თეა თუთბერიძეების ბუნაგში საზეიმო/შიზოფრენიული განწყობა. ამ დროს რა ხდება…
ვინმე “უცნობი” მეგის ქარდავას ადვოკატმა, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის უკრაინის წარმომადგენლობაში, კიევში, შეიტანა თავისი კლიენტის შესახებ განცხადება. ოღონდ, სრულიად “შემთხვევით” – მოიტყუა და კომისარი შეცდომაში შეიყვანა. განცხადებაში მან მიუთითა, რომ მისი კლიენტის შესახებ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მიერ არანაირი საქმის წარმოება ჯერ არც დაწყებულა, რომ აღნიშნული განცხადებით ეს სავალდებულო პროცესი მხოლოდ საწყის სტადიაზეა.
აღნიშნულმა “უნებლიე” სიცრუემ საგონებელში ჩააგდო უკრაინის საიმიგრაციო სამსახური, რომელმაც მეგის ქარდავას საქმეზე სამ ინსტანციაში მოიგო ყველა სასამართლო პროცესი და აღნიშნულის თაობაზე დღესვე, ოფიციალურად, წერილობით აცნობა გაეროს კომისარიატის ოფისს, და ამით ეს ორგანიზაცია ძალზე სერიოზულ უხერხულობაში ჩააყენა, რომელიც უკვე შეუდგა ამ თავისი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის (რომელსაც ათასობით ამზადებს ყოველწლიურად) გაუქმების პროცედურას.
ასე რომ, ერთადერთი, რაც სიმართლეს წარმოადგენს, ეს არის:
✓ აღნიშნული გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი წარმოადგენს უკრაინის წარმომადგენლობას და მდებარეობს კიევში
✓ მეგის ქარდავას ადვოკატმა გაეროს უკრაინელი კომისარი შეიყვანა შეცდომაში, მოიტყუა – საქმის გარემოებათა განზრახ დამახინჯების სახით
✓ ნებისმიერ შემთხვევაში, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მსგავსი ტიპის დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათის იქნებოდა და ვერ შეცვლიდა სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო განჩინებას
✓ მსგავსი ტიპის დოკუმენტს უკრაინის ტერიტორიაზე, ყოველწლიურად აღნიშნული ოფისი ათასობით გამოსცემს და ყველა მათგანი – მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა
მე ბოდიშს ვუხდი ნაცებს, თუ ზეიმი გავუმწარე, მაგრამ პირველი, რაც ნაცების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე თუ დოკუმენტზე უნდა გააკეთო – სიცრუის ფეიკ-დეტექტორზე გაატარო იგი. ასპროცენტიანი შედეგის გარანტიას ვიძლევი. გვარამიას ფეიკ-მანქანა და მისი “ერთი მსახიობის თეატრი” ჟანრის უკიდურეს კრიზისს განიცდის.”
 – წერს დავით ქართველიშვილი
კომენტარები