მოგზაურობა აუცრელობის ან „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში – გიორგი ფხაკაძე განმრატვს

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.
-„საქართველოში თუ აიცრებით „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლით.
ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, –  რატომ აკეთებთ ამას?! ხომ გავა დრო, გამოჩნდება სიმართლე და ხალხს თვალებში ვეღარ შეხედავთ.
ამას წინათ გავლანძღე როგორც „ნაციონალები“, ასევე მთავრობა, –  ისინი არიან დამნაშავე, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა რომ აფეთქდა, მომავალ არჩევნებზე იმავე შეცდომას გაიმეორებენ. მე ვთქვი, პარტიები არიან დამნაშავეები, რა დროს არჩევნებია, გამოაცხადე მორატორიუმი, კოვიდის საკითხი მოაგვარე და შემდეგ იარჩევნე, – ამის თქმით შემდეგ შევატყვე, არც ერთ ტელევიზიას ამ სიმართლის თქმა არ მოეწონა, აღარ მირეკავენ კომენტარებისთვის.
არავის თამაშს არ ვითამაშებ, იმიტომ, რომ არა ვარ არავის მონა. ზოგიერთებისგან განსხვავებით… გადახედეთ, რომელი ექსპერტი რომელ ტელევიზიაში გამოდის და ხელისგულზე გაქვთ ლუსტრაცია, ვინ ვინ არის…. ფხაკაძე არის ფხაკაძე, ის ამბობს სიმართლეს! ყველას უნდა, ვიღაცის მხარეს ვიყო, არავის მხარეს არ ვარ, ვარ მხოლოდ სიმართლის მხარეს. სიმართლე არავის უნდა, რადგან მწარეა. ჩემი გადაწყვეტილებაა, – არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ არ მჯერა მათი. ალბათ, ელოდებოდნენ, –  წინასაარჩევნოდ ვიღაცას დავუჭერდი მხარს. ვაცხადებ, არავის დავუჭერ მხარს, დავუჭერ მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც იტყვის, რომ მორატორიუმია გამოსაცხადებელი, ჯერ დავალაგოთ ვირუსის ამბავი და შემდეგ ვილაპარაკოთ არჩევნებზე. ინდოეთის სიტუაცია არის მაგალითი, რისი გაკეთება არ შეიძლება, სიტუაცია ააფეთქა არჩევნებმა და დიდი რელიგიური დღესასწაულის ჩატარებას, რომელიც არჩევნების გამო გამართეს.
მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი“.
კომენტარები