„მოეშვა მოსახლეობა, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დავიცვათ ყველა საჭირო“ – ამირან გამყრელიძე
საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
-„საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. მიუხედავად ამისა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, – მთლიანად რეგიონში, ასევე მსოფლიოში, სიტუაცია არასახარბიელოა.
რა თქმა უნდა, ჩვენთან შეზღუდვები თითქმის სრულადაა მოხსნილი, უფრო ინტენსიურია მოძრაობა უცხო ქვეყნებთან. შიდა მობილობა სერიოზულად გაზრდილია, ეს ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ქვეყანაში ცირკულირებს ინფექცია. მოეშვა მოსახლეობა, ძალიან გთხოვთ, დავიცვათ ყველა ღონისძიება. პირველ რიგში, ძალიან მარტივი პროფილაქტიკური ღონისძიება, – პირბადე ყველამ უნდა ვატაროთ დახურულ შენობებში. სასურველია ასევე ვატაროთ პირბადე, როდესაც შენობის გარეთ, ჯგუფურად ვიკრიბებით რამდენიმე ათეული ადამიანი. ძალიან ბევრ ქვეყანაში პირბადეს ქუჩებშიც ატარებენ.
მეორე: დისტანციის დაცვა, მეტრი, მეტრნახევარი. ყველაზე უკეთესია, – ორმეტრიანი დისტანაციის დაცვა. ასევე პირადი ჰიგიენის დაცვა, – ხელების დაბანა, რასაც დაწესებულებების უმრავლესობაში იცავენ, თუ ხშირად არ შევახსენეთ ეს წესები მოსახლეობას, მაინც მივიწყებას მიეცემა, როგორიცაა, პირბადის შემთხვევაში.
ასე არ შეიძლება, კოვიდი არსად არ გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის. ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ქვეყანაში სულ 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1 137-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი