მოვითხოვ, ჩემზე თავდამსხმელი მთელი სიმკაცრით დაისაჯოს! – ზვიად ტომარაძე:

– “გთხოვთ გააზიაროთ!

მეგობრებო! როგორც თქვენთვის ცნობილია 23 ოქტომბერს როგორც გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მუხიანის მე–4 ბ მიკრორაიონში ვაწარმოებდი საარჩევნო კამპანიას. კერძოდ, ჩემი ოჯახის წევრები (მათ შორის 2 არასრულწლოვანი) კორპუსის სადარბაზოების გარე პერიმეტრზე აკრავდნენ სტიკერებს. მუხიანის 4ბ მიკრორაიონის 29–ე კორპუსის სადარბაზოზე გაკრული სტიკერები ჩამოხია ადგილობრივმა მცხოვრებმა, მან ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს 2 შვილს (მათ შორის არასრულწლოვან გოგონას), ჩემს ვაჟს წაართვა მობილური ტელეფონი, რომლის დაზიანებასაც ცდილობდა, ადგილზე ჩემი მისვლის დროს კი ჩემს უფროს ვაჟს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, მას ეხმარებოდა ჩემთვის უცნობი სხვა 2 პიროვნება. ინცინდენტის შედეგად მივიღე ჭრილობა თავის არეში, ვიყავი სისხლიანი, უბანში მცხოვრები რამდენიმე ქალბატონი გამოირჩეოდა საოცარი აგრესიულობით, მწყევლიდნენ და მეუბნებოდნენ რომ „ნეტა სისხლისგან დაიცლებოდეო…“ გადამიყვანეს მუხიანის კლინიკაში, სადაც ვიმყოფებოდი 24 საათის განმავლობაში და დამიდგინდა თავის ტვინის შერყევა. მაქვს წოლითი რეჟიმი და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას. არჩევნებში მონაწილეობას ვაგრძელებ, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული ინციდენტის გამო, ვეღარ გავაგრძელე საარჩევნო კამპანია.
შუამავლების მეშვეობით არაერთხელ მეცნობა, რომ აღნიშნული პიროვნება აპირებდა ბოდიშის მოხდას ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე. მიუხედავად ყველაფრისა, თუ დამნაშავე ნანობდა მის საქციელს და მოიხდიდა ბოდიშს ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე, მე ვაპირებდი მიტევებას! ვინაიდან, ამ დრომდე ბოდიში არ დაფიქსირებულა, მოვითხოვ დამნაშავის დასჯას კანონის სრული სიმკაცრით!”
 – წერს ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო”  ლიდერი ზვიად ტომარაძე.
კომენტარები