„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც სახელმწიფო კანონმდებლობა ავალდებულებს მათ ბავშვებზე ზრუნვას, –  სასწრაფო წესით მიიღონ ადეკვატური“-ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ განაცხადა:

-„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც სახელმწიფო კანონმდებლობა ავალდებულებს მათ ბავშვებზე ზრუნვას, –  სასწრაფო წესით მიიღონ ადეკვატური ზომები იმისთვის, რომ ყოველდღიური გულგრილობა და სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაული – სიჩუმე, არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე.

წარმოუდგენელად მძიმე ვითარებაა, როდესაც სახელმწიფომ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, ადეკვატური ზომები რომ მიეღო და ბავშვები დაეცვა, რომლებიც წარმოდგენილი გვაქვს ყველას, რა მძიმე ვითარებაში არიან.

ეს არის ბრძოლა და თითოეულმა ჩვენგანმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ბავშვები დავიცვათ ძალადობისგან, ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათ შორის სახალხო დამცველთან. ყოველი დღე სიჩუმის და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობის შეიძლება საბედისწერო იყოს ბავშვებისთვის”.

კომენტარები