„მოვუწოდებთ ყველა პატიმარს, მოითხოვონ ის სტანდარტები, რომელსაც სააკაშვილი ითხოვს, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს და თუ ის თითოეული პატიმრის უფლებას ასეთ დონეზე“-გელა ნიკოლეიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს:
-„არც ერთ პატიმარს არ უნდა შეახონ ხელი, თუ ის არ შედის და ამბობს: „არ მინდა ამ დაწესებულებაში შესვლა“, არც ერთ მოშიმშილეს არ უნდა აკადრონ, – თუ საავადმყოფოში გადაიყვანენ, ფანჯარას გისოსები ჰქონდეს. ეს სტანდარტები უნდა დაწესდეს. მოვუწოდებთ ყველა პატიმარს, მოითხოვონ ის სტანდარტები, რომელსაც სააკაშვილი ითხოვს, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს და თუ ის თითოეული პატიმრის უფლებას ასეთ დონეზე დაიცავს, ამას მხოლოდ მივესალმებით. ყველა პატიმარმა უნდა დააყენოს იმავე სტანდარტებით სარგებლობის უფლება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ითხოვს და ნახონ, ისევე ეცდება თუ არა ომბუდსმენი მათი უფლებების დაცვას, როგორც ამას ექსპრეზიდენტის შემთხვევაში აკეთებს.“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად პირობებს აყენებდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.